
ივლ 23
საზაფხულო ბანაკი ლიდერობა და პროფორიენტაცია
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
დავითიანნის არაფორმალური განათლების პროგრამაში ჩართულ ქ. თბილისის 25 საჯარო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებში პროფესიული სწავლების მიმართ ინტერესის გაზრდისა და მათში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით „დავითიანნმა“ და სოციალურმა საწარმო კოდალამ შეიმუშავა პროექტი „ლიდერობა და პროფორიენტაცია“ რაც გულისხმობს საზაფხულო შემოქმედებით ბანაკის მოწყობას მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის. ბანაკში, მოსწავლე-ახალგაზრდები გაივლიან ლიდერობის, კარიერის დაგეგმვის კურსს და დაეუფლებიან ხის მხატვრული დამუშავების საფუძვლებს. ასევე, ბანაკის მონაწილეები განივითარებენ თანასწორთა-განათლების კომპეტენციებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ბანაკის შემდეგ აქტიურად ჩაერთონ სასკოლო აქტივობებში და მიღებული ცოდნა გაუზიარონ თავიანთ თანატოლებს.
ბანაკის მონაწილეები შეირჩევიან, დავითიანნის საგანმანათლებლო პროექტში ჩართული ლიდერთა კლუბებიდან მათი მიღწევების გათვალისწინებით, რომლთა ასაკობრივი ზღვარი სრულად აკმაყოფილებს ბანაკის მოთხოვნებს.
ბანაკის მოწყობა დაგეგმილია დაბა ბაკურიანში, სასტუმროს (ლოფტი) ტერიტორიაზე, რომელსაც გააჩნია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილია შესაბამისი უსაფრთხოების ნორმებით.
16 წლამდე ახალგაზრდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ლინკზე. https://forms.gle/jX54D7hjvtAdakEC8
ორგანიზაცის აქტივობები

შემეცნებითი ბანაკი "გზა წარმოსახვიდან- შემოქმედებამდე"

ზამთრის ბანაკი

“მოხალისეობა და პროფორიენტაცია“ 2026
ასევე იხილეთ
.webp)
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ

სტაჟირების შესაძლებლობები ევროკავშირის ინსტიტუციებში-ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა

ზამთრის STEAM ბანაკი

ზამთრის ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

AI წიგნიერების სკოლა
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"

ინკლუზიური ცნობიერების ამაღლების ტრენინგები მომავალი მედიკოსებისთვის
.webp)
Leadership in English camp

WEX Intertnational camp in Georgia
.webp)
ციფრული საზაფხულო ბანაკი
.webp)