
აპრ 6
შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, მოხალისეობა და მოკლევადიანი პროექტები
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
გინდა მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, მოგზაურობა და ახალი გამოცდილებების მიღება, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? ეს შეხვედრა სწორედ შენთვისაა!
შეხვედრის ფარგლებში მიიღებ ამომწურავ ინფორმაციას და პრაქტიკულ რჩევებს საერთაშორისო შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ქართველი ახალგაზრდებისთვის.
რას გაიგებ შეხვედრაზე:
რა შესაძლებლობები არსებობს ევროპაში ახალგაზრდებისთვის;
როგორ ჩაერთო გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებსა და მოხალისეობრივ პროექტებში;
სად და როგორ მოძებნო პროგრამები დამოუკიდებლად;
როგორ შეავსო აპლიკაცია ისე, რომ შენი კანდიდატურა გამორჩეული იყოს;
რა ნაბიჯებია საჭირო საერთაშორისო გზის დასაწყებად.
შეხვედრა განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიროვნული და პროფესიული განვითარებით.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ოფისში 6 აპრილს, 18:00 საათზე.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ არაუგვიანეს 3 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებთ ღილაკზე "დარეგისტრირდი მონაწილედ" დაკლიკებით.
გისურვებთ წარმატებებს!
ორგანიზაცის აქტივობები

სტაჟირების შესაძლებლობები ევროკავშირის ინსტიტუციებში-ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა

ილუსტრაციების კონკურსი "ჩემი ევროპული თავგადასავალი"

შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები
ასევე იხილეთ
.webp)
ზაფხულის კინობანაკი

გაიარე 100%-ით დაფინანსებული გაყიდვების და სწორი კომუნიკაციის კურსი ფოსტერ აკადემიაში.

სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში

რობოტიკის ზამთრის ბანაკი

,,აღმოაჩინე შენი გზა''

ლაშქრობები "თბილისის გარშემო"

WEX International camp in Georgia

ხელოვნური ინტელექტის ბანაკი

ჯომარდობა

საზაფხულო რობოტიკის ბანაკი 2026, ბაკურიანში
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"
