
Aug 25
"ჩემი თაობის უხილავი გმირი"
where and when?
about activity
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს ფოტო კონკურსს - "ჩემი თაობის უხილავი გმირი".
პროექტის მიზანია, ფოტოგრაფიის მეშვეობით აღმოვაჩინოთ და საზოგადოებას გავაცნოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით ცვლიან გარემოს უკეთესობისკენ სამი მთავარი მიმართულებით: სპორტი, კულტურა და განათლება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის პირებს.
თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს მხოლოდ 1 ფოტო.
ფოტო გადაღებული უნდა იყოს უშუალოდ მონაწილის (ავტორის) მიერ (ნებადართულია როგორც მობილური ტელეფონით, ისე პროფესიონალური კამერით გადაღებული კადრები).
დასაშვებია როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი ფოტოები.
ფოტოზე მკაფიოდ უნდა იყოს აღბეჭდილი კონკურსის მთავარი ობიექტი - "უხილავი გმირი" ან მისი საქმიანობის ამსახველი პროცესი.
მოკლე აღწერაში უნდა ჩანდეს, ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება, რა არის მისი საქმიანობა და რატომ მიგაჩნიათ ის თქვენი თაობის "უხილავ გმირად"(2–5 წინადადება).
ნაშრომი (ფოტო და ტექსტი) უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და თან უნდა ახლდეს როგორც სათაური, ისე არჩეული კატეგორიის დასახელება (სპორტი, კულტურა ან განათლება).
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 24 აგვისტო, 23:59 საათი.
შერჩეული ფოტოები აიტვირთებაTSYC-ის Facebook გვერდზე. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგროვონ მოწონებები 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს 23:59 საათამდე.
საუკეთესო ფოტო გამოვლინდება Facebook ლაიქების მეშვეობით და გამარჯვებული დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის 500 ლარიანი ვაუჩერით.
organization_activities

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

კარტინგი

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
see also
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

ზამთრის ბანაკი
.webp)
ზამთრის კინობანაკი

კომიქსების დიზაინის კონკურსი "მეგობრობა ევროპაში"

ხელოვნური ინტელექტის ბანაკი

ახალგაზრდული კინოფესტივალი "თაობა"
.webp)
მანგლისის ახალგაზრდული სათავგადასავლო ბანაკი

WEX Intertnational camp in Georgia

გიორგი მაჩაბლის ფონდი
.webp)
ზაფხულის კინობანაკი
