ჩვენი ორგანიზაცია იკვლევს და აღადგენს ეთნო-სპორტის და თამაშების უძველეს ქართულ ტრადიციულ სახეობებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მივიწყებული ან აკრძალული იყო მეფის რუსეთის და საბჭოთა მთავრობების მიერ. აღდგენილი სახეობების ადაპტაციას ვაკეთებთ თანამედროვე მოთხოვნებთან და პირობებთან, რის შემდეგაც წარვუდგენთ საზოგადოებას და საშუალებას ვაძლევთ მათ დაუბრუნდნენ წინაპართა ტრადიციულ ჩვეულებებს და აქტივობებს. ეთნო-სპორტის ძველი ტრადიციების და თანამედროვეობის ნაზავის პოპულარიზაცია ჩვენი მთავარი ამოცანაა.