
Apr 6
შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, მოხალისეობა და მოკლევადიანი პროექტები
where and when?
about activity
გინდა მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, მოგზაურობა და ახალი გამოცდილებების მიღება, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? ეს შეხვედრა სწორედ შენთვისაა!
შეხვედრის ფარგლებში მიიღებ ამომწურავ ინფორმაციას და პრაქტიკულ რჩევებს საერთაშორისო შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ქართველი ახალგაზრდებისთვის.
რას გაიგებ შეხვედრაზე:
რა შესაძლებლობები არსებობს ევროპაში ახალგაზრდებისთვის;
როგორ ჩაერთო გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებსა და მოხალისეობრივ პროექტებში;
სად და როგორ მოძებნო პროგრამები დამოუკიდებლად;
როგორ შეავსო აპლიკაცია ისე, რომ შენი კანდიდატურა გამორჩეული იყოს;
რა ნაბიჯებია საჭირო საერთაშორისო გზის დასაწყებად.
შეხვედრა განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიროვნული და პროფესიული განვითარებით.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ოფისში 6 აპრილს, 18:00 საათზე.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ არაუგვიანეს 3 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებთ ღილაკზე "დარეგისტრირდი მონაწილედ" დაკლიკებით.
გისურვებთ წარმატებებს!
organization_activities

სტაჟირების შესაძლებლობები ევროკავშირის ინსტიტუციებში-ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა


შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები
see also


ციფრული იმუნიტეტისა და თანამედროვე კომუნიკაციების სკოლა


.webp)
.webp)


ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "საჯარო გამოსვლა"

"English Speaking Club - ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი"

.webp)
