Aug 5
current
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
3 Project
organization website
where and when?
date of performing
5 August
08:00:00 - 23:00:00
see more
location
ბაკურიანი
find us
about activity
240 hour

მაშ ასე!!!

ახალი საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ! ❤

თუ გინდა, რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში, მთელი დღე კომუნიკაცია გქონდეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მიიღო დამოუკიდებელი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, შეიძინო ახალი მეგობრები და დააგროვო დაუვიწყარი მოგონებები! - WEX -ში უნდა მოხვიდე ❤

WEX არის საერთაშორისო ინგლისურენოვანი ბანაკი საქართველოში, სადაც ბანაკელები შეისწავლიან:

* უცხო ენებს;

* განივითარებენ საკომუნიკაციო უნარებს;

* ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში;

* იმუშავებენ მათთვის საინტერესო პროექტებზე;

* ბანაკის აქტივობები შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ და მონაწილეთა უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

* დასვენება, გართობა, სასაუბრო უცხო ენა ინტენსიური მეთოდით და აქტივობები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში!

* ცხოვრება სასტუმროში "ბაკურიანი რესორტი“ და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები!

* ბანაკელების ასაკი 13-დან 17 წლის ჩათვლით.

*სწავლების მეთოდი ეფუძნება ინგლისურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ტარდება სპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.

* ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს

პროგრამის ხანგრძლივობა:  8 დღე/7 ღამე

პროგრამის თარიღები:  I ნაკადი: 5-12.08.2025;  II ნაკადი :  12-19.08.2025

ბავშვები იცხოვრებენ 2-3-4 ადგილიან ნომრებში. ყველა ნომერში არის სველი წერტილი.

* ოთახების დალაგება-დასუფთავება ყოველდღე. თეთრეულის შეცვლა ყოველ მე-5 დღეს;

* აქტივობები ინგლისურ ენაზე მთელი დღის განმავლობაში;

* საკანცელარიო ნივთები;

* სპორტული ინვენტარი

* კვება: 3-ჯერადი. ღორის ხორცი რაციონში არ არის. ყოველდღიურად მიირთმევენ კერძებს ხორცით ან თევზით, რძის პროდუქტს, ხილს და ბოსტნეულს, ნამცხვარს - დაბალანსებული მენიუ;

* ლაშქრობები;

*სხვადასხვა შეჯიბრი და კონკურსები;

*დაზღვევა საქართველოს ტერიტორიაზე(ბანაკის ნაკადის მიმდინარეობის პერიოდში);

*ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი

* მაისურები კომპანიის ლოგოთი;

* «WEX International camp »-ის სერთიფიკატი;

*«WEX International camp »-ის დიპლომები;

* «WEX International camp »-ის მედლები;

* აქტივობები და ფაკულტატურები:

* პროფესიული მასტერკლასები;

* ფსიქოლოგის საათი

* ჟესტების(ყრუ-მუნჯთა) საერთაშორისო ინგლისური ენის შესწავლა;

ექსკურსიების ჩამონათვალი:

* რაბათის ციხე (IX საუკუნე)

* მცხეთა, ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე)

* ბორჯომის პარკი

ექსკურსიები გაიმართება ინგლისურ ენაზე. 

დღის განრიგი:

08:00 – გაღვიძება;

08:30 - დილის ვარჯიში;

09:00 - საუზმე;

09:30 - პირველი მეცადინეობა (სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი);

10:30 - შესვენება;

10:45 – მეორე მეცადინეობა (საგნობრივი დისციპლინები);

11:45 -შესვენება;

12:00 - ფაკულტატურები;

14:00 - სადილი;

14:30 - მესამე მეცადინეობა (კომუნიკაციის უნარები);

‍️15:30 - ინტელექტუალური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები;

16:30 - თამაშები;

18:30 - თავისუფალი დრო

19:30 - ვახშამი;

20:00 - შეჯიბრი, კონკურსები, კრეატიული თამაშები, დისკოთეკა;

21:00 - ფილმის ჩვენება;

22:30 - ძილი;

რეგისტრაცია:

16 წლიდან ახალგაზრდები რეგისტრირდებიან საიტის საშუალებით.

16 წლამდე ასაკის მოზარდების დარეგისტრირებისთვის საჭიროა მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე[email protected] მონაწილისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოგზავნა და სარეგისტრაციო ფორმის შევსება ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSen4DLWWPSJtWOkws7a9TwZg_P0So7yq4YNU04PIDffYHLidQ/viewform 

წარმატებებს გისურვებთ!

Project responsible person:
მარინე მიქაძე
Phone:
574404089
video gallery
Register
Notify the organizing organization that you wish to participate in the activity. Register as a participant or join the project's volunteer activities. By clicking on the appropriate button, your profile will be sent to the organization implementing the project. You can respond to your participation in the project and manage the current registration from your personal profile
deadline for registration of participants 16 June, 00:00
organization_activities
finished
WEX International camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
finished
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
კომენტარები

see also

finished
გიორგი მაჩაბლის ფონდი
გიორგი მაჩაბლის ფონდი
ცხვედაძის ქ. 38
finished
ახალგაზრდული კინოფესტივალი "თაობა"
კულტურის და განათლების ფონდი
ქუთაისი
finished
ზამთრის სამართლის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართალზე
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
თბილისი
finished
AI წიგნიერების სკოლა
სილიკონ ველი თბილისი
ილია ჭავჭავაძის გამზირი, 82 (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)
current
AI წიგნიერების ბანაკი 2.0
სილიკონ ველი თბილისი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ილია ჭავჭავაძის გამზირი, 82) და რუმს ჰოტელს ბაკურიანი - კოხტა
finished
ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ვაკის პარკი
finished
"German Speaking Club - გერმანული ენის სასაუბრო კლუბი"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისი
finished
ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ბაკურიანი
current
"ხელოვნების ახალგაზრდული საერთაშორისო არტ-ბანაკი“
კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი "დღეს"
გრიგოლეთ