Jul 9
current
ზაფხულის STEAM ბანაკი
ინოვაციების ასოციაცია
2 Project
organization website
where and when?
date of performing
9 July
09:00:00 - 21:30:00
9 July
08:00:00 - 21:30:00
see more
location
ბაკურიანი
find us
about activity
7 hour

🧠🌟 ააიპ ინოვაციების ასოციაციის ინიციატივით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სპონსორობით, 9-16 ივლისს, სასტუმრო “ლოფტში”, ბაკურიანში გაიმართება ზაფხულის STEAM ბანაკი!

📌 ზაფხულის STEAM ბანაკი უნიკალური შესაძლებლობაა 12-18 წლის მოსწავლეებისთვის, არაფორმალურ გარემოში შეისწავლონ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი სფერო – STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა), განსაკუთრებული აქცენტით რობოტიკასა და დიზაინზე დაფუძნებულ აზროვნებაზე (Design Thinking).

🔧 ბანაკის მონაწილეები იმუშავებენ:

• LEGO რობოტებზე

• 3D პრინტერზე

• ჩარხზე

• ინოვაციურ და გუნდურ პროექტებზე

• მიიღებენ გამოცდილებას თემატურ სამუშაო შეხვედრებში და მასტერკლასებში

🎨 Design Thinking მოდული დაეხმარება ახალგაზრდებს კრიტიკულად და შემოქმედებითად მიუდგნენ პრობლემებს, იფიქრონ მომხმარებელზე, განავითარონ იდეები და შექმნან რეალური პროტოტიპები.

✅ ბანაკში მონაწილეობა სრულად უფასოა.

მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს სკოლის მოსწავლე და შეეძლოს ბანაკს სრულად დაესწროს.

📌 რეგისტრაცია:

• 12-15 წლის მოსწავლეებმა უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/zwXPt4Vjjy

• 16-18 წლის მოსწავლეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პლატფორმაზე: youthtbilisi.ge და მოგვაწოდონ ელ-ფოსტით შემდეგი დოკუმენტები 2 ივლისის ჩათვლით:

• სამოტივაციო წერილი

• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერილი თანხმობა

(აუცილებელია იყოს მითითებული როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა)

📩 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: [email protected]

🚀 გელით ზაფხულის დაუვიწყარ თავგადასავალზე, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და შემოქმედების სამყაროში!

Project responsible person:
ნიკოლოზ ლობჟანიძე
Register
Notify the organizing organization that you wish to participate in the activity. Register as a participant or join the project's volunteer activities. By clicking on the appropriate button, your profile will be sent to the organization implementing the project. You can respond to your participation in the project and manage the current registration from your personal profile
deadline for registration of participants 20 June, 00:00
organization_activities
finished
ზამთრის STEAM ბანაკი
ინოვაციების ასოციაცია
მცხეთა
კომენტარები

see also

finished
პიროვნული განვითარება
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისი
current
პადელი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისი
finished
"English Speaking Club - ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისი
current
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"
ლაშქრობა
მსხალდიდი-ნახშირგორა-წოდორეთი
finished
გიორგი მაჩაბლის ფონდი
გიორგი მაჩაბლის ფონდი
ცხვედაძის ქ. 38
finished
ზამთრის სამართლის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართალზე
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
თბილისი