
Feb 26
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "მართვის ფსიქოლოგია"
where and when?
about activity
ახალგაზრდებში ლიდერობისა და ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2025 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის შუალედში ჩატარდება ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "მართვის ფსიქოლოგია," რომელიც აქტიურ ახალგაზრდებს გააერთიანებს.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან შემდეგ თემებს:
- მართვის პროცესი;
- ორგანიზაციული კულტურა და სტრუქტურა;
- გუნდის შექმნა, მოტივაცია და განვითარების ხელშეწყობა;
- ლიდერი და ლიდერობა;
- დროის მართვის ტექნიკები;
- კომუნიკაცია: დარწმუნება და დელეგირება;
- ვარაუდების განხილვა, კონფლიქტის და რისკების მართვა;
- გადაწყვეტილების მიღება;
- ცვლილებების მართვა და კონტროლი.
ბანაკში ჩართვა შესაძლებელია 18-25 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. რეგისტრაციის პროცესი მოიცავს ორ კომპონენტს:
1. რეგისტრაცია - პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნა ვებ-საიტის Youthtbilisi.ge-ს მეშვეობით (ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით).
2. სამოტივაციო წერილი - მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ კანდიდატებმა 1 თებერვლის 23:59 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ სამოტივაციო წერილი 200 სიტყვის მოცულობით ელ-ფოსტაზე: [email protected] (Subject line: სახელი გვარი ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "მართვის ფსიქოლოგია")
აქტივობაში ჩართვის მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ ინფორმაციას რეგისტრირებული პირები ელ-ფოსტის მეშვეობით 10 თებერვლამდე მიიღებენ.
შერჩეულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელები თავად დაეკონტაქტებიან და მიაწვდიან ტექნიკურ ინფორმაციას ბანაკთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი Youthtbilisi.ge-ს პროფილი.
organization_activities

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

კარტინგი

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
see also
.webp)
მობილური ვიდეოგრაფიისა და ვიდეო მონტაჟის ზამთრის სკოლა

გარისობა 2025
.webp)
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
.webp)
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

საზაფხულო ბანაკი ლიდერობა და პროფორიენტაცია

შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ

ზამთრის STEAM ბანაკი
.webp)
ინგლისურენოვანი ბანაკი - SpeakUp English Camp 2026

ზამთრის ბანაკი
.webp)
ჯომარდობა მდინარე არაგვზე

ლაშქრობები "თბილისის გარშემო"
