Wordpress - ის საზაფხულო სკოლა.ისწავლე WordPress პროგრამირება “საზაფხულო პროგრამები 2024-ის” ფარგლებში.WordPress - ის საზაფხულო სკოლაში 7 დღის განმავლობაში, 8 საათიანი ლექციების მეშვეობით, შეძლებ, შეისწავლო პროგრამირება და შექმნა თანამედროვე ვებგვერდები და გაიღრმავო ციფრული უნარები. გამოცდილი ლექტორების ჩართულობით, პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ციფრული ინდუსტრიის სხვადასხვა პრაქტიკებს. მონაწილეებისათვის კვება უზრუნველყოფილია.პროექტი გაგრძელდება 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 28 ივნისი 23:59 საათი. რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და გააცნობს პროექტისთვის საჭირო დეტალებს. მონაწილეობისათვის საჭიროა პირადი პროფილის შექმნა ვებ-საიტზე Youthtbilisi.ge, პროფილის შევსება და აქტივობაზე რეგისტრაცია ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით.პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტის მეშვეობით.რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი Youthtbilisi.ge-ს პროფილი.აქტივობა ხორციელდება “საზაფხულო პროგრამები 2024-ის” ფარგლებში.საზაფხულო პროგრამები თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით ყოველ ზაფხულს ტარდება და ათასობით ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებში.
მობილური ვიდეოგრაფიისა და ვიდეო მონტაჟის ზამთრის სკოლა გაიმართება თბილისში 2024 წლის ზამთარში. კურსი დაიწყება 18 დეკემბერს და გაგრძელდება 18 თებერვლამდე. სასწავლო პროცესი ორგანიზებული იქნება ოთხშაბათი-პარასკევის დღეებში, საღამოს 20:00 საათზე, თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში.
პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს გააცნობენ მობილური ვიდეოგრაფიისა და ვიდეო მონტაჟის თანამედროვე ტექნიკებსა და მეთოდებს.
კურსის მიზანია მსმენელებს გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები სხვადასხვა მიზნობრივი ვიდეოების შექმნა-დამონტაჟებაში.
რეგისტრირებულ მონაწილეებს პროგრამის წარმომადგენელი პირადად დაუკავშირდება და მიაწვდის პროექტის დეტალურ ინფორმაციას.
მონაწილეობისათვის საჭიროა პირადი პროფილის შექმნა ვებ-საიტზე Youthtbilisi.ge, პროფილის შევსება და აქტივობაზე რეგისტრაცია ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით.
პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტის მეშვეობით.
რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი Youthtbilisi.ge-ს პროფილი.
აქტივობა ხორციელდება "ზამთრის პროგრამები 2025-ის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი თბილისის მერიის მხარდაჭერით.