image
image
Jun 13
finished
ინგლისურენოვანი ბანაკი - SpeakUp English Camp 2026
image
SpeakUp Education
1 Project
organization website
where and when?
date of performing
13 June
09:00:00 - 23:00:00
see more
location
ცემი, მთის კურორტი "განთიადი"
find us
about activity
84 hour

სფიქაფის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი ცემში 2026

 

საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი SpeakUp English Camp შექმნილია იმისთვის, რომ მოზარდებმა ინგლისური ენა რეალურ, უცხოენოვან გარემოში გააუმჯობესონ, სრულად წარმოაჩინონ

 

საკუთარი ცოდნა და საბოლოოდ გადალახონ საუბრის ბარიერი.

7-დღიანი ინტენსიური, სახალისო და ინტერაქციული ვორქშოფების მეშვეობით მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, გუნდურ აქტივობებში, პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ დავალებებში, რაც მათ დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებული და თავისუფალი კომუნიკატორები.

 

რა არის საზაფხულო ბანაკის მიზანი?

 

სფიქაფის საზაფხულო ბანაკის მიზანი არამხოლოდ ენობრივი განვითარება არის, არამედ ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ხშირად ვერ უზრუნველყოფს არსებული (უკვე მოძველებული) საგანმანათლებლო სისტემა — საჯარო თუ კერძო სკოლაში.

ბანაკის პროგრამა ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაზე.

 

მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მონაწილეები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან მმართველობით და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება პროფესიის სწორად შერჩევაში, მომავალში დასაქმების ბაზარზე წარმატებით შესვლასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

 

ვისთვის არის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი?

 

საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია შეუძლიათ 14-17 წლის მოზარდებს, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე (A2-B1) და მზად არიან ბანაკის პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის.

 

მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია თითოეული კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის ზუსტი დონის განსაზღვრა და შესაბამის ჯგუფში გადანაწილება, რათა თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

 

ბანაკში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — პროგრამა გათვლილია მაქსიმუმ 80-100 სტუდენტზე, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან, ინდივიდუალურ მიდგომასა და ეფექტურ სასწავლო პროცესს.

 

რას ვისწავლით პროექტის ფარგლებში?

 

პროექტის ხანგრძლივობაა 7 დღე — თითოეული დღე დეტალურად, სტრუქტურულად და მიზნობრივად არის დაგეგმილი, კონკრეტული სასწავლო და განვითარების ამოცანებით. პროგრამა აგებულია ისე, რომ ყოველ დღეს ჰქონდეს საკუთარი თემა, ფოკუსი და შედეგი, რაც მონაწილეებს ეტაპობრივად მიიყვანს უფრო მაღალ ენობრივ და პიროვნულ დონემდე.

 

ინგლისური ენის ინტენსიური გაკვეთილების გარდა, დღის განრიგი დატვირთულია მრავალფეროვანი და დინამიკური აქტივობებით: ენერჯაიზერები და აისბრეიკერები, თემატური დისკუსიები, დებატები, როლური თამაშები, სიმულაციური ქეისები, გუნდური გამოწვევები, პროექტებზე მუშაობა, კრეატიული პრეზენტაციები, ფილმების ჩვენება და შემდგომი ანალიზი, საჯარო გამოსვლების პრაქტიკა, ვიქტორინები, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები.

 

მონაწილეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდებში, განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს, ეფექტურ კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ გამოყენებას — მონაწილეები ყოველდღიურად გამოიყენებენ ინგლისურ ენას რეალურ და ინტერაქციულ გარემოში.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია მრავალფეროვანი, ინტერაქციული ტრენინგები და ვორქშოფები სრულად ინგლისურ ენაზე, რომლებიც მოიცავს დებატებს, ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, კრეატიულ პროექტებსა და რეალურ სცენარებზე დაფუძნებულ აქტივობებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მონაწილემ არა მხოლოდ გაიუმჯობესოს ენობრივი უნარები, არამედ შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მომავალში წარმატებული და თავდაჯერებული ლიდერის ჩამოყალიბებაში.

 

პროექტის განმავლობაში ჩვენ სრულად ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო სასწავლო მასალას, სამუშაო რვეულებს, ვიზუალურ და ციფრულ რესურსებს, პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობასა და დამატებით საგანმანათლებლო მასალებს, რათა თითოეულმა მონაწილემ მიიღოს ხარისხიანი, სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება.

 

რა არის მოსწავლის მხრიდან საჭირო, ბანაკში წამოსასვლელად?

 

ბანაკში მონაწილეობისათვის მოსწავლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და შესაბამისი რაოდენობის ტანსაცმელი, გათვლილი 7-დღიან ვიზიტზე და ამინდის პირობებზე. ივნისში მთის კურორტ განთიადში, საღამოს საკმაოდ გრილა. აუცილებელია თბილი ტანსაცმელიც.

 

მონაწილემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.

 

 

როგორია ბანაკში კვება?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია სამჯერადი ჯანსაღი კვება, რომელიც მზადდება ჰასპის (HACCP) სტანდარტების შესაბამისად. მენიუში წარმოდგენილია ბოსტნეული, ხილი, ხორცეული, რძის ნაწარმი, თევზი და სხვა სასარგებლო პროდუქტები, ასევე ნატურალური წვენები. კვების სისტემა შემუშავებულია ისე, რომ სრულად აკმაყოფილებდეს ბავშვების კვებით საჭიროებებს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას

 

რამდენად უსაფრთხოა ბანაკის გარემო?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია მაქსიმალურად უსაფრთხო, შემოსაზღვრული და კონტროლირებადი გარემო. მონაწილეებს 24 საათის განმავლობაში ჰყავთ პასუხისმგებელი მეთვალყურეები.

 

ბანაკში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი. მთელი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს საჭიროებისამებრ დაეხმარება კვალიფიცირებული სამედიცინო წარმომადგენელი, რომელიც მზად იქნება სწრაფი და უსაფრთხო დახმარება გაუწიოს ბანაკის მონაწილეებს.

ბანაკის ტერიტორია დაცულია და ყველა აქტივობა მიმდინარეობს კონტროლირებად სივრცეში, რაც უზრუნველყოფს რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ.

 

ჩვენი გუნდის პრიორიტეტი თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

 

 

რეგისტრაცია

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

🔗 https://speakup.ge/english-camp-2026/

___

რეგისტრაციის სარეზერვო ბმული:

🔗 t.ly/QJEFk

 

 

 

 

Project responsible person:
სიმონ ორმოცაძე
Phone:
574744040
video gallery
image
ბანაკის პრომო ვიდეო
see_on_yt
Register
Notify the organizing organization that you wish to participate in the activity. Register as a participant or join the project's volunteer activities. By clicking on the appropriate button, your profile will be sent to the organization implementing the project. You can respond to your participation in the project and manage the current registration from your personal profile
deadline for registration of participants 8 June, 00:00
organization_activities
კომენტარები

see also

image
finished
image
ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
საზაფხულო პროგრამა 2024ის ფარგლებში ჩოგბურთის ცენტრის ვაკის პარკის კორტებით ასობით ახალგაზრდა ისარგებლებს აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებულ…
ვაკის პარკი
image
finished
image
მობილური ვიდეოგრაფიისა და ვიდეო მონტაჟის ზამთრის სკოლა
Digital Creative Hub
მობილური ვიდეოგრაფიისა და ვიდეო მონტაჟის ზამთრის სკოლა გაიმართება თბილისში 2024 წლის ზამთარში კურსი დაიწყება 18 დეკემბერს და გაგრძელდება 18 თებერვლამდ…
ი. ჭავჭავაძის გამზირი 19
image
finished
image
ახალგაზრდა მეწარმეთა საზაფხულო ბანაკი
ახალგაზრდების ჰარმონიული განათლება
2026 წლის 1015 აგვისტოს 14 დან 18 წლამდე თბილისელი ახალგაზრდებისთვის დაბა ცემში გაიმართება ახლგაზრდა მეწარმეთა საზაფხულო ბანაკი რომელიც ორგანიზებულია…
სოფელი ცემი, ბორჯომის რაიონი, საქართველო.
image
finished
image
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "საჯარო გამოსვლა"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ახალგაზრდებში საჯაროდ გამოსვლის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2025 წლის 23 თებერვლიდან 26 თებერვლის შუალედში ჩატარდება ზამთრის ახალგაზრდუ…
ბაკურიანი
image
finished
image
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
კარპეტერია
პროექტი წარმოადგენს 1 დღიანი ხალიჩის წარმოების მასტერკლასების სერიას რომელიც გაიმართება ყოველ შაბათკვირას 2 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 1000 საათიდ…
Tbilisis
image
finished
image
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ
ევროდესკ საქართველო
Eurodesk Georgia გთავაზობთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების სერიასშესაძლებლობები უცხოეთში სწავლა სტაჟირება მოხალისეობა მონაწილეობა და გრანტებიშეხვედრა…
თბილისი
image
finished
image
გიორგი მაჩაბლის ფონდი
გიორგი მაჩაბლის ფონდი
გიორგი მაჩაბლის ფონდი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად თბილისის მერიის დაფინანსებით აცხადებს ესეების კონკურსს და ზამთრის ბანაკს თბ…
ცხვედაძის ქ. 38
image
finished
image
სტაჟირების შესაძლებლობები ევროკავშირის ინსტიტუციებში-ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა
ევროდესკ საქართველო
გამარჯობა თუ სტაჟირების შესაძლებლობები ევროკავშირის ინსტიტუციებში European Commission Council of Europe and European Parliament გაინტერესებს ან ეძებ მ…
ონლაინ
image
finished
image
ინკლუზიური ცნობიერების ამაღლების ტრენინგები მომავალი მედიკოსებისთვის
მომავლის ლიგა
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი სამედიცინო მიმართულების სტუდენტები აიმაღლებენ ცნობიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაიზიარებენ მოწვეული სპეცი…
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
image
finished
image
ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ახალგაზრდებში ინოვაციური სამეწარმეო იდეების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის შუალედში ჩატარდება ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკ…
ბაკურიანი
image
finished
image
ჩოგბურთი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
საზაფხულო პროგრამა 2026ის ფარგლებში ჩოგბურთის ცენტრის ვაკის პარკის კორტებით დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ისარგებლებენ აქტივობაში ჩართვის შემთხვე…
თბილისი
image
finished
image
ზაფხულის კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
თბილისის მერიის მხარდაჭერით და ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით 2026 წლის 1925 ივლისს თბილისის მაცხოვრებელი 1517 წლის ახალგაზრდებისთვის კულტურის და…
დაბა ბაკურიანი