image
image
ივნ 13
დასრულებული
ინგლისურენოვანი ბანაკი - SpeakUp English Camp 2026
სად და როდის?
განხორციელების თარიღი
13 ივნისი
09:00:00 - 23:00:00
იხილე მეტი
ლოკაცია
ცემი, მთის კურორტი "განთიადი"
გვიპოვე რუკაზე
აქტივობის ხანგრძლივობა
84 დრო (საათი)

სფიქაფის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი ცემში 2026

 

საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი SpeakUp English Camp შექმნილია იმისთვის, რომ მოზარდებმა ინგლისური ენა რეალურ, უცხოენოვან გარემოში გააუმჯობესონ, სრულად წარმოაჩინონ

 

საკუთარი ცოდნა და საბოლოოდ გადალახონ საუბრის ბარიერი.

7-დღიანი ინტენსიური, სახალისო და ინტერაქციული ვორქშოფების მეშვეობით მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, გუნდურ აქტივობებში, პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ დავალებებში, რაც მათ დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებული და თავისუფალი კომუნიკატორები.

 

რა არის საზაფხულო ბანაკის მიზანი?

 

სფიქაფის საზაფხულო ბანაკის მიზანი არამხოლოდ ენობრივი განვითარება არის, არამედ ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ხშირად ვერ უზრუნველყოფს არსებული (უკვე მოძველებული) საგანმანათლებლო სისტემა — საჯარო თუ კერძო სკოლაში.

ბანაკის პროგრამა ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაზე.

 

მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მონაწილეები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან მმართველობით და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება პროფესიის სწორად შერჩევაში, მომავალში დასაქმების ბაზარზე წარმატებით შესვლასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

 

ვისთვის არის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი?

 

საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია შეუძლიათ 14-17 წლის მოზარდებს, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე (A2-B1) და მზად არიან ბანაკის პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის.

 

მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია თითოეული კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის ზუსტი დონის განსაზღვრა და შესაბამის ჯგუფში გადანაწილება, რათა თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

 

ბანაკში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — პროგრამა გათვლილია მაქსიმუმ 80-100 სტუდენტზე, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან, ინდივიდუალურ მიდგომასა და ეფექტურ სასწავლო პროცესს.

 

რას ვისწავლით პროექტის ფარგლებში?

 

პროექტის ხანგრძლივობაა 7 დღე — თითოეული დღე დეტალურად, სტრუქტურულად და მიზნობრივად არის დაგეგმილი, კონკრეტული სასწავლო და განვითარების ამოცანებით. პროგრამა აგებულია ისე, რომ ყოველ დღეს ჰქონდეს საკუთარი თემა, ფოკუსი და შედეგი, რაც მონაწილეებს ეტაპობრივად მიიყვანს უფრო მაღალ ენობრივ და პიროვნულ დონემდე.

 

ინგლისური ენის ინტენსიური გაკვეთილების გარდა, დღის განრიგი დატვირთულია მრავალფეროვანი და დინამიკური აქტივობებით: ენერჯაიზერები და აისბრეიკერები, თემატური დისკუსიები, დებატები, როლური თამაშები, სიმულაციური ქეისები, გუნდური გამოწვევები, პროექტებზე მუშაობა, კრეატიული პრეზენტაციები, ფილმების ჩვენება და შემდგომი ანალიზი, საჯარო გამოსვლების პრაქტიკა, ვიქტორინები, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები.

 

მონაწილეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდებში, განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს, ეფექტურ კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ გამოყენებას — მონაწილეები ყოველდღიურად გამოიყენებენ ინგლისურ ენას რეალურ და ინტერაქციულ გარემოში.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია მრავალფეროვანი, ინტერაქციული ტრენინგები და ვორქშოფები სრულად ინგლისურ ენაზე, რომლებიც მოიცავს დებატებს, ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, კრეატიულ პროექტებსა და რეალურ სცენარებზე დაფუძნებულ აქტივობებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მონაწილემ არა მხოლოდ გაიუმჯობესოს ენობრივი უნარები, არამედ შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მომავალში წარმატებული და თავდაჯერებული ლიდერის ჩამოყალიბებაში.

 

პროექტის განმავლობაში ჩვენ სრულად ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო სასწავლო მასალას, სამუშაო რვეულებს, ვიზუალურ და ციფრულ რესურსებს, პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობასა და დამატებით საგანმანათლებლო მასალებს, რათა თითოეულმა მონაწილემ მიიღოს ხარისხიანი, სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება.

 

რა არის მოსწავლის მხრიდან საჭირო, ბანაკში წამოსასვლელად?

 

ბანაკში მონაწილეობისათვის მოსწავლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და შესაბამისი რაოდენობის ტანსაცმელი, გათვლილი 7-დღიან ვიზიტზე და ამინდის პირობებზე. ივნისში მთის კურორტ განთიადში, საღამოს საკმაოდ გრილა. აუცილებელია თბილი ტანსაცმელიც.

 

მონაწილემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.

 

 

როგორია ბანაკში კვება?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია სამჯერადი ჯანსაღი კვება, რომელიც მზადდება ჰასპის (HACCP) სტანდარტების შესაბამისად. მენიუში წარმოდგენილია ბოსტნეული, ხილი, ხორცეული, რძის ნაწარმი, თევზი და სხვა სასარგებლო პროდუქტები, ასევე ნატურალური წვენები. კვების სისტემა შემუშავებულია ისე, რომ სრულად აკმაყოფილებდეს ბავშვების კვებით საჭიროებებს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას

 

რამდენად უსაფრთხოა ბანაკის გარემო?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია მაქსიმალურად უსაფრთხო, შემოსაზღვრული და კონტროლირებადი გარემო. მონაწილეებს 24 საათის განმავლობაში ჰყავთ პასუხისმგებელი მეთვალყურეები.

 

ბანაკში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი. მთელი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს საჭიროებისამებრ დაეხმარება კვალიფიცირებული სამედიცინო წარმომადგენელი, რომელიც მზად იქნება სწრაფი და უსაფრთხო დახმარება გაუწიოს ბანაკის მონაწილეებს.

ბანაკის ტერიტორია დაცულია და ყველა აქტივობა მიმდინარეობს კონტროლირებად სივრცეში, რაც უზრუნველყოფს რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ.

 

ჩვენი გუნდის პრიორიტეტი თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

 

 

რეგისტრაცია

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

🔗 https://speakup.ge/english-camp-2026/

___

რეგისტრაციის სარეზერვო ბმული:

🔗 t.ly/QJEFk

 

 

 

 

პროექტზე პასუხისმგებელი პირი:
სიმონ ორმოცაძე
ტელეფონი:
574744040
იმეილი:
[email protected]
ვიდეო გალერეა
image
ბანაკის პრომო ვიდეო
ნახვა
აქტივობაში ჩართვა
შეატყობინე განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომ სურვილი გაქვს მიიღო მონაწილეობა აქტივობაში. მონაწილედ რეგისტრაციისას შენ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო პროექტში ბენეფიციარის ამპლუაში. მოხალისედ რეგისტარციისას კი შენ გამოხატავ მზაობას ჩაერთო პროექტის საორგანიზაციო საქმიანობაში. შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით შენი პროფილი გადაეგზავნება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტში შენს მონაწილეობაზე პასუხს და მიმდინარე რეგისტრაციის მართვას, კი პირადი პროფილიდან შეძლებ
რეგისტრაციის ბოლო ვადა 8 ივნისი, 00:00
ორგანიზაცის აქტივობები

ასევე იხილეთ

image
დასრულებული
image
მანგლისის ახალგაზრდული სათავგადასავლო ბანაკი
ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის
მანგლისის ახალგაზრდული სათავგადასავლო ბანაკი თბილისის მერიის მხარდაჭერით ცხადდება მიღება სრულად დაფინანსებულ ახალგაზრდულ სათავგადასავლო ბანაკში ბანაკი…
მანგლისი
image
დასრულებული
image
Leadership in English camp
ნეოთაობა
Leadership in English Camp ეს არის უნიკალური საგანმანათლებლო საზაფხულო ინგლისურ ენოვანი ბანაკი 10დან 16 წლამდე მოზარდებისთვის რომელიც ჩატარდება 2025 წ…
ცემი
image
დასრულებული
image
ბოულინგი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
საზაფხულო პროგრამა 2026ის ფარგლებში ბოულინგით დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ისარგებლებენ აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებულ პირებს ექნე…
თბილისი
image
დასრულებული
image
ჩოგბურთი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
საზაფხულო პროგრამა 2026ის ფარგლებში ჩოგბურთის ცენტრის ვაკის პარკის კორტებით დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ისარგებლებენ აქტივობაში ჩართვის შემთხვე…
თბილისი
image
დასრულებული
image
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
კარპეტერია
პროექტი წარმოადგენს 1 დღიანი ხალიჩის წარმოების მასტერკლასების სერიას რომელიც გაიმართება ყოველ შაბათკვირას 2 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 1000 საათიდ…
Tbilisis
image
დასრულებული
image
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ
ევროდესკ საქართველო
Eurodesk Georgia გთავაზობთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების სერიასშესაძლებლობები უცხოეთში სწავლა სტაჟირება მოხალისეობა მონაწილეობა და გრანტებიშეხვედრა…
თბილისი
image
დასრულებული
image
"სამყარო ჩემი ობიექტივიდან"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით TSYC აცხადებს ფოტოკონკურსს სამყარო ჩემი ობიექტივიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში ეძღვნება ახალგა…
თბილისი
image
დასრულებული
image
WEX International camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
მაშ ასე ახალი საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ თუ გინდა რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში მთელი…
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
"English Speaking Club - ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თუ გსურს გაიუმჯობესო ინგლისური ენის სასაუბრო უნარჩვევები არ გამოტოვო შესაძლებლობა ჩაერთო TSYCისEnglish Speaking Clubში თბილისის სპორტისა და ახალგაზრდო…
თბილისი
image
დასრულებული
image
ჯომარდობა მდინარე არაგვზე
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია სტუდენტებს გთავაზობთ სრულიად უსასყიდლოდ ჯომარდობის აქტივობაში ჩართვას პროექტი ფასანაურში 20 მაისიდან 5…
ფასანაური
image
დასრულებული
image
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ
ევროდესკ საქართველო
Eurodesk Georgia გთავაზობთ საინფორმაციო შეხვედრების სერიასშესაძლებლობები უცხოეთში სწავლა სტაჟირება მოხალისეობა მონაწილეობა და გრანტებიშეხვედრა შედგება…
თბილისი
image
დასრულებული
image
სსპმ - საჯარო მმართველობის სკოლა
საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა
პროექტი სსპმ საჯარო მმართველობის სკოლა არის 5დღიანი ინტენსიური არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ტარდება დაბა ბაკურიანში და განკუთვნილია 4…
ბაკურიანი