
ივლ 4
პროექტის მართვის ბანაკი

სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
ახალგაზრდების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების, პროექტის წერისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით, 4 ივლისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდება „პროექტის მართვის ბანაკი“, რომელიც ჯამში 40 აქტიურ ახალგაზრდას გააერთიანებს.
ბანაკი 5 დღისა და 4 ღამის განმავლობაში გაგრძელდება. იგი დატვირთული იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული აქტივობებით.
ზაფხულის ახალგაზრდული ბანაკის დასრულების შემდგომ, მონაწილე ახალგაზრდებს ეცოდინებათ საჭიროებათა იდენტიფიცირება, პროექტის მიზნის ფორმულირება, საპროექტო განაცხადის შევსება და პროექტის გუნდის შექმნა, ასევე ახალგაზრდებს გააზრებული ექნებათ პოტენციურ დამფინანსებელთან ეფექტიანი კომუნიკაციის და წარდგენის მნიშვნელობა.
ბანაკში ჩართვა შესაძლებელია 18-25 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია ვებ-საიტზე Youthtbilisi.ge (ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით) და 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილის გამოგზავნა ელ-ფოსტაზე: [email protected] (Subject line: სახელი გვარი პროექტის მართვის ბანაკი).
რეგისტრაციისა და სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ივნისი 23:59 საათი.
აქტივობაში ჩართვის მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ ინფორმაციას რეგისტრირებული პირები ელ-ფოსტის მეშვეობით 27 ივნისის 23:59 საათამდე მიიღებენ.
შერჩეულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან და მიაწვდიან ტექნიკურ ინფორმაციას ბანაკთან დაკავშირებით.
აქტივობა ხორციელდება “საზაფხულო პროგრამები 2025-ის” ფარგლებში.
საზაფხულო პროგრამები თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით ყოველ ზაფხულს ტარდება და ათასობით ახალგაზრდას უქმნის შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ სპორტულ-საგანმანათლებლო აქტივობებში.
ორგანიზაცის აქტივობები






ასევე იხილეთ










WordPress პროგრამირების საზაფხულო სკოლა


გაიარე 100%-ით დაფინანსებული გაყიდვების და სწორი კომუნიკაციის კურსი ფოსტერ აკადემიაში.
.webp&w=3840&q=75)

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის


ზამთრის სამართლის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართალზე


ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის




AI წიგნიერების სკოლა

