ივნ 15
დასრულებული
AI წიგნიერების ბანაკი 2.0
სილიკონ ველი თბილისი
2 პროექტი
ორგანიზაციის ვებგვერდი
სად და როდის?
განხორციელების თარიღი
15 ივნისი
11:00:00 - 15:40:00
15 ივნისი
15:00:00 - 19:40:00
იხილე მეტი
ლოკაცია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ილია ჭავჭავაძის გამზირი, 82) და რუმს ჰოტელს ბაკურიანი - კოხტა
გვიპოვე რუკაზე
აქტივობის ხანგრძლივობა
21 დრო (საათი)

AI წიგნიერების ბანაკი 2.0 სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც 2025 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული AI წიგნიერების სკოლის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით შეიქმნა.

 

პროექტის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს საბაზისო ცოდნის მქონე მოსწავლეთა ხელოვნური ინტელექტის ძირითადი პრინციპების შესახებ ცოდნით აღჭურვა, მათ შორის აპლიკაციების და ეთიკური დილემების გაცნობა და ამ თემების ირგვლივ სიღრმისეული ცოდნის გაზიარება.

 

პროექტით განსაზღვრულია 15-18 წლის ასაკის, ჯამში, 30 მონაწილის გადამზადება თბილისის სკოლებიდან, რომელთა შერჩევა განხორციელდება წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმისა და შემდეგი პორტალის საშუალებით: https://youthtbilisi.ge/.

 

ბანაკის თარიღები: 15-20 ივნისი, 2025

 

ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;

სრულად დაფინანსებული გასვლითი კომპონენტი 18-20 ივნისს: რუმს ჰოტელ ბაკურიანი კოხტა.

 

განრიგი:

15 ივნისი, 11:00-15:40 (ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)

16 ივნისი, 15:00-19:40 (ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)

17 ივნისი, 15:00-19:40 (ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)

18 ივნისი, 12:00-იდან მგზავრობა დაბა ბაკურიანში

19 ივნისი, 10:00-15:40 (რუმს ჰოტელს ბაკურიანი - კოხტა)

20 ივნისი, 09:30-14:30 (რუმს ჰოტელს ბაკურიანი - კოხტა); 14:30 - გამომგზავრება ბაკურიანიდან თბილისში.

 

ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენს მონაწილეებს შეუქმნას ღრმა და ყოვლისმომცველი წარმოდგენა ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ: როგორ მუშაობს, რა როლი და გავლენა აქვთ მათ საზოგადოებაზე. ინფორმაციის გაზიარებით მოსწავლეები უკეთ მომზადებულები შეხვდებიან მომავლის გამოწვევებს და უკეთ შეძლებენ როგორც ნავიგაციას, ისე AI-ს უსაფრთხოდ და ეთიკურად გამოყენებას და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სამყაროში. პროექტი დაეხმარება ახალგაზრდებს, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, განვითარება და რეალიზება ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის.

 

დამატებითი ინფორმაცია: 15-16 წლის მოსწავლეებმა, უნდა შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა და დაურთონ მშობლის თანხმობის წერილი: https://forms.gle/W7YiR5a18uUDVHTg6.

 

17-18 წლის სკოლის მოსწავლეებს/მსურველებს მონაწილეობისთვის ესაჭიროებათ პირადი პროფილის შექმნა ვებ-გვერდზე Youthtbilisi.ge, პროფილის შევსება და აქტივობებზე რეგისტრაცია ღილაკზე "დარეგისტრირდი მონაწილედ" დაკლიკებით. რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი youthtbilisi.ge-ს პროფილი.

პროექტზე პასუხისმგებელი პირი:
ანი თვალთვაძე
ტელეფონი:
2195015
იმეილი:
[email protected]
აქტივობაში ჩართვა
შეატყობინე განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომ სურვილი გაქვს მიიღო მონაწილეობა აქტივობაში. მონაწილედ რეგისტრაციისას შენ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო პროექტში ბენეფიციარის ამპლუაში. მოხალისედ რეგისტარციისას კი შენ გამოხატავ მზაობას ჩაერთო პროექტის საორგანიზაციო საქმიანობაში. შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით შენი პროფილი გადაეგზავნება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტში შენს მონაწილეობაზე პასუხს და მიმდინარე რეგისტრაციის მართვას, კი პირადი პროფილიდან შეძლებ
რეგისტრაციის ბოლო ვადა 11 ივნისი, 00:00
ორგანიზაცის აქტივობები
დასრულებული
AI წიგნიერების სკოლა
სილიკონ ველი თბილისი
ილია ჭავჭავაძის გამზირი, 82 (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)

ასევე იხილეთ

დასრულებული
"Find Yourself in Volunteering - იპოვე შენი თავი მოხალისეობაში"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისის
დასრულებული
ზაფხულის STEAM ბანაკი
ინოვაციების ასოციაცია
ბაკურიანი
დასრულებული
ზამთრის სამართლის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართალზე
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
თბილისი
დასრულებული
საზაფხულო ბანაკი ლიდერობა და პროფორიენტაცია
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
ბაკურიანი
დასრულებული
თეატრალური ბანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
ბაკურიანი
დასრულებული
ჯომარდობა მდინარე არაგვზე
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია
ფასანაური
მიმდინარე
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
ბაკურიანი
დასრულებული
WordPress პროგრამირების საზაფხულო სკოლა
Digital Creative Hub
გრ. რობაქიძის გამზირი, 1 კვარტალი, 3ბ კორპუსი
დასრულებული
ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ბაკურიანი